სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეები იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოტე ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე დავით გორდელაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა ქალაქური სიმღერის ფესტივალის "იმერეთის მხარე" შესახებ იმსჯელეს, რომლისთვისაც მონაწილეები იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უნდა შეირჩეს, ხოლო საფინალო საღამო ქუთაისში გაიმართება. შეხვედრაზე ფესტივალ "თეატრალური იმერეთი 2015" – ი და გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში კოლექციონერ მედე ასათიანის მცირე გამოფენაც მოეწყო, მისი კოლექციის მუნიციპალიტეტებში პოპულარიზაციის მიზნით. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსგავს ინიციატივებს მომავალშიც დაუჭერს მხარს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |