დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
ივენთები
თერჯოლაში ლიტერატურულ კონკურს ''ათინათში'' გამარჯვებულთა დაჯოლდოება გაიმართება
15 ივნისი, 2015
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 15-26 ივნისის ჩათვლით ჩატარდება ირაკლი ქუთათელაძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაციების გუნდებს შორის.
15:00 საათზე სოფელ ილორის სკოლაში გაიმართება გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატის, ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი თევზაძის პოეზიის საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, კულტურის დარგის მუშაკები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 17:00 საათზე ოტია იოსელიანის სახლ–მუზეუმში ჩატარდება სპექტაკლი –"ადამიანი იბადება ერთხელ". ეძღვნება მწერლის დაბადების დღეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – მოეწყობა ლიტერატურულ კონკურს „ათინათში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.