ივენთები

საჩხერეში დონაციის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება ლექცია

14 ივნისი, 2015
  • საჩხერის მუნიციპალიტეტი –  დ. თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გასვლა კომპოზიტორ მ. დავითაშვილი სახელობის მუსიკალურ კვირეულში.
  • საჩხერის მოცურავეთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ქ. ბათუმში შესარჩევს შეჯიბრში.
  • დონაციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლექცია ჩატარება მედიცინის მუშაკებთან. თემა: "გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე".

 

  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – ადგილობრივი თვითმმართველობა შეხვედრას მოუწყობს ცნობილ სუმოისტს თეიმურაზ (გაგამარუ) ჯუღელს.
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩატარდება შშმ პირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
  • ვანის მუნიციპალიტეტი – 10 საათზე ჩატარდება ტესტირების მესამე ეტაპი მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდედობების დასაკავებლად.