დებატი: „საით მიდის ჩემი მომავალი“. ტარდება მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში.
თერჯოლის საფეხბურთო გუნდის „საპოვნელა-II“-ის გასვლითი შეხვედრა ბაღდათის „საირმესთან“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 18:00 საათზე ნოდარ კოხრეიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში (ქალაქის უბნებს შორის).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – გამგეობის შესაბამისი სამსახურები სამშენებლო ორგანიზაციებთან ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ, რომელიც მუნიციპალიტეტის ქუჩების ფრაგმენტულ შეკეთებას, საგზაო მონიშვნებს, სოფელ საზანოს ადმინისტრაციული შენობის კაპიტალურ შეკეთებას და სხვა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.
საჩხერის მუნიციპალიტეტი – კონკურს "იმერეთის ხმის" გალაკონცერტი, მონაწილეობს სამუსიკო სკოლის 6 მოსწავლე, (ქ. ქუთაისი, ოპერის თეატრი).