დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
ივენთები
4 თვის ანგარიშის მოსმენა თერჯოლაში
15 მაისი, 2015
11:00 საათზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი სამსახურის უფროსებისგან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის 4 თვის ანგარიშს მოისმენს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 11 დან 15 მაისის ჩათვლით ადმინისტრაციულ ერთეულებში ახლად დანიშნული გამგებლის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების წარდგინება მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – მიშიკო აბაშიძის („სამბოში“ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის) ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობა „სამბოში“. ტარდება სპორტის სასახლეში.
16:00 საათზე უმაღლეს ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით გაიმართება თერჯოლის საფეხბურთო გუნდის „საპოვნელა“–ს სეზონის ბოლო თამაში, რომელსაც დაესწრებიან: კახი კალაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი და ცნობილი ფეხბურთელები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 18:00 საათზე ჩატარდება საკალათბურთო მატჩი (წყალტუბოს სპორტის სასახლე)