დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
ივენთები
ინტელექტუალური თამაში კლუბებს შორის
13 მაისი, 2015
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრში გაიმართება ინტელექტუალური თამაში კლუბებს შორის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – გაიმართება ,,მხიარული სტარტები“ - მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის.
საჩხერის მუნიციპალიტეტი – 14:00 საათი სოფელი სხვიტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტი „ცოცხალი წიგნები“, მონაწილეობენ მწერლები: გიორგი არაბული, შორენა ლებანიძე, ცირა ყურაშვილი, გიორგი კაკაბაძე და შალვა ბაკურაძე. პროექტის თანაორგანიზატორი საჩხერის კულტურის სამსახური.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – გამოცხადდება ტენდერი საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან სამუშაოების შესრულებაზე.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტრონულ საქმის წარმოებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ტრენინგები იმართება სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისათვის.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 18 :30 საათზე თავისუფალი თეატრის გასტროლი ჭიათურაში.( აკაკი წერეთლის სახელმწიფო თეატრი)