დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
ივენთები
ადმინისტრაცვიულ ერთეულში და დასახლებულ პუნქტებში გასვლა.
11 მაისი, 2015
ხონის მუნიციპალიტეტი – 14:00 საათზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,, გათვალისწინებული ობიექტების დაპროექტებაზე გამოვლენილ დამპროექტებლებთან ერთად ადმინისტრაცვიულ ერთეულში და დასახლებულ პუნქტებში გასვლა.
ვანის მუნიციპალიტეტი – 12:00 საათზე სამუშაო შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებთან და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან. სამსახურის უფროსები წარმოუდგენენ გამგებელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს და მიიღებენ მისგან ახალ დავალებებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – მოსწავლე–ახალგაზრდობისმუნიციპალური ცენტრი დებატ კლუბი ჩაატარებს დებატების ჩემპიონატს.
ხარაგაულის მუნუიციპალიტეტი – 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა თანამედროვე მწერლებთან და პოეტებთან. (კულტურის სამინისტროს პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“).
ანდრია-პირველწოდებულის მოხსენიების დღე. მსვლელობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. რკინის ჯვარზე.
საჩხერის მუნიციპალიტეტი – წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ სხვიტორის საბავშვო ბაღს გადაეცემა სათამაშოები და სხვა აღჭურვილობა.
18:00 საათზე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ მუნიციპალიტეტში მოეწყობა მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია (მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლი).
13:00 საათზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი სამსახურის უფროსებისგან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის 4 თვის ანგარიშს მოისმენს.