ივენთები

ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

9 მაისი, 2015
  •  ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 12:15 საათზე თემატური ღონისძიება ფაშიზმზე გამარჯვების 70 - ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელების მონაწილეობით.
  •  13:15 საათზე ომში დაღუპულ გმირთა მემორიალების და ობელისკების შემკობა გვირგვინებით. 
  •  ლიტერატურული ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელების მონაწილეობით.
  •  13:00 საათზე ბაღდათის კულტურის ცენტრში „ჯარისკაცის მამა“, ფილმის  ჩვენება.
  •  სამამულო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის სასურსათო პაკეტების მიტანა ოჯახებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძრვანელთა მიერ. 

 

 

  • ხონის მუნიციპალიტეტი – 11:00 საათზე ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება სასულე ორკესტრის, ქორეოგრაფიული ანსამბლის და ფოლკლორუი ანსამბლი „იმერი“-ს მონაწილეობით.

 

 

  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 10:00 საათზე შინ მოუსვლელი დედის ძეგლის ყვავილებითა და გვირგვინით შემკობა. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვები. ვეტერანთა მოგონებებით გამოსვლა. საკონცერტო პროგრამა;  ვაჟთა ვოკალური ანსამბლის სიმღერა; ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ცეკვა; 
  • დღის მეორე ნახევარში სოფლებში ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკობენ  დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფებს.

 

  • ვანის მუნიცპალიტეტი – 13:00 საათზე მემორიალის შემკობა გვირგვინით. 14:00 საათზე ვეტერანებს მიესალმებიან მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოწვეული სტუმრები.
  • ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია ომის თემაზე. მონაწილეობენ ვანის თეატრალური სტუდიის მოსწავლეები და მსახიობები.
  • ფულადი საჩუქრების გადაცემა ვეტერანებისათვის.

 

  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 12:00 საათზე ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და საზეიმო შეხვედრა ომის ვეტერანებთან.

 

  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 12:00 საათზე სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი და მონაწილეთა საპატივცემულოდ მიძღვნილი ღონისძიება.
  •  ვეტერანებზე ფინანსური დახმარება  200 ლარის ოდენობით და ალაფურშეტი ვეტერანებისათვის.

 

  •  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 11:00 საათზე სოფ. გვიშტიბის ძმათა სასაფლაოზე გასვლა და პატივის მიგება დაღუპულთათვის.
  • 12:00 საათზე მემორიალურ დაფასთან გასვლა და პატივის მიგება დაღუპულთათვის და ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება.

 

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 11:00 გამგეობის სააქტო დარბაზში საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენელთა შეხვედრა სამამულო ომის ვეტერანებთან.
  • 12:00 საათზე მემორიალზე გასვლა, მემორიალის ყვავილებით შემკობა. ასევე მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა საფლავების ყვავილებით შემკობა.
  • 15:00 საათზე ატარდება ღონისძიება და ვეტერანთა საპატივცემულოდ გაიმართება საზეიმო სადილი.

 

  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 12:00 სააზე სოფელ ხრეითში ომში დაღუპულთა მემორიალის გაწმენდა, მოწესრიგება.
  • 14:00 საათზე ვეტერანებთან შეხვედრა. მემორიალური დაფის შემკობა და საზეიმო კონცერტი.
  • ფაშიზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით ნორჩი მხატვრების გამოფენა – ბავშვების თვალით დანახული ომის საშინელება.
  • 14:00 საათზე შეხვედრა ვეტერანებთან. ბენეფიციართა კატეგორია დახმარებას მიიღებს 500 ლარის ოდენობით.

 

  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 12:00 საათზე გამგებელი შეხვდება ომის ვეტერანებს და გადასცემს 100 ლარიან ფულად ჯილდოებს.
  • 13:00 საათზე ცატარდება საზეიმო მინი კონცერტი #1საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.
  • 14:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყობა საზეიმო საღამო და საზეიმო სუფრა.
  • თვითმმართველობის ახალგაზრდების მიერ სასაჩუქრე ნობათის მომზადება და ომის მონაწილეთათვის ადგილზე მიტანა და გადაცემა.

 

  • საჩხერის მუნიციპალიტეტი – 12:00 საათზე გმირთა დიდების მემორიალის გვირგვინით შემკობა.
  • 13:00 საათზე საზეიმო კონცერტი.
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე წახალისების მიზნით 9 მაისთან დაკავშირებული  ფულადი დახმარების გაცემა (500 ლარამდე)

 

  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური  მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე გასცემს მატერიალურ დახმარებას, თითოეულს 600 ლარის ოდენობით.
  • 11:00 საათზე ობელისკის საფიჩხიის სასაფლაოზე გვირგვინის მიტანა.
  • 12:00 საათზე საზეიმო შეხვედრა დიდების მუზეუმში. 
  • ფაშიზმზმე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება.