დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
ივენთები
ბაღდათის მუნიციპალიტეტი. ფრენბურთის ტურნირი
8 მაისი, 2015
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 14:00 საათზე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის მიმდინარე ფრენბურთის ტურნირის მორიგი ტური ჩატარდება.
ვანის მუნიციპალიტეტი – გამგებელი შეხვდება მოქალაქეებს და პირადად მოისმენს ინფორმაციას მათი პრობლემების და საჭიროებების შესახებ.
15:00 საათზე ქ.ვანის ცენტრალური ბიბლიოთეკაში გაიმართება პოეზიის საღამო.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი –სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება და ადგილობრივი თვითმმართველობა მონაწილეობას მიიღებენ „ვორლდ ვიჟენი“ – ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე სათემო ადვოკატირება და სამოქალაქო ჩართულობა, საჯარო პოლიტიკასა და ბიუჯეტის დაგეგმვასა და საჭიროებების გამოვლენაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 14:00 საათზე შეხვედრა სამამულო ომის ვეტერანებთან ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტი – 15:00 საათზე იწყება წითელი ჯვრის დღესთან დაკავშირებული კვირეული. წითელი ჯვრის მოხალისეების მიერ საცურაო აუზზე გამართულ შიდა ჩემპიონატში გამარჯვებულების დიპლომებით დაჯილდოება. საღამოს საავადმყოფოში ახალშობილების დასაჩუქრება.