მუნიციპალიტეტები

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

  • დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

იმერეთის რუკა

ივენთები

საჩხერის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა

30 აპრილი, 2015

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ საჩხერის მუნიციპალიტეტში პირველი გასვლითი რეგიონული თათბირი გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია და ასევე, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.

სამუშაო თათბირზე მხარეებმა ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებისა და ელექტრონული კანცელარიის დანერგვასთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ფაშიზმზე გამარჯვების 70 – ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები და აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175  და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო აქტივობებზე იმსჯელეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლითი თათბირების ჩატარებას იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს. აღნიშნული შეხვედრების მიზანს რაიონებთან უფრო მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა წარმოადგენს.