დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
ივენთები
შეხვედრა გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში
29 აპრილი, 2015
ვანის მუნიციპალიტეტი – 12:00 სთ–ზე ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში დაგეგმილია შეხვედრა გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში და გამგეობის სამსახურის უფროსებთან. შეხვედრაზე განიხილება ადმინსტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემები, ასევე სოფლის პროგრამებით დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 16:00 საათზე რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში დაგეგმილია ფესტივალ „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – დაგეგმილია გამგებლის სამუშაო გასვლა სოფელ ფარცხანაყანებში - კოპიტნარის დასახლება, დევნილებთან შეხვედრა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 16:00 საათზე თამარ ბედინაშვილის შემოქმედების წარდგენა ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანების თავმჯდომარესთან.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი – მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტარდება სპორტული თამაში - მხიარული სტარტები.