სიახლეები

იმერეთში საჯარო მოხელეთა შორის ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდის?“ რეგიონული ტურნირი დაიწყო

25 ნოემბერი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ დაიწყო და მასში მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
 
ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა წარმატებები უსურვა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ ცაგარელი და მუნიციპალიტეტების მერები.
 
,, რა? სად? როდის?” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 3 ეტაპად გაიმართება და 8 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.