imereti.gov.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე 2027 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებსა და სამოქმედო გეგმებში ასახვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ასევე განიხილეს 2027 წელს განსახორციელებელი კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტები, მათ შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადები და თეატრალური ფესტივალების საკითხი.
იმსჯელეს საჯარო ინტელექტუალურ თამაშ „რა? სად? როდის?“ საორგანიზაციო საკითხებზე, რომელიც რეგიონში პირველად ჩატარდება და 12 ნოემბერს გაიხსნება.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნენ.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ განახლებას, სცენისა და აკუსტიკური სისტემების მოდერნიზაციას.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ასევე იმყოფებოდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
თეატრის შენობის მდგომარეობისა და სარეაბილიტაციო საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს თეატრის დირექტორმა გიორგი თავაძემ გააცნო.
თეატრის უნიკალური კომპლექსი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული დრამატული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება, ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული გამოწვევების მოგვარების, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობისა და თეატრალურ ცხოვრებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
კულტურის მინისტრთან ერთად თეატრში იმყოფებოდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში იმყოფებოდნენ.
თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო შემოქმედებითი გეგმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორმა ნიკოლოზ საბაშვილმა გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თეატრის საჭიროებებზე, ტექნიკური ბაზის შემდგომი მოდერნიზებისა და შემოქმედებითი პროცესის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
ისტორიული შენობა, რომელშიც ქუთაისის თოჯინების თეატრია განთავსებული, 1890 წელს აიგო. 2018-2020 წლებში შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თეატრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა და საგრიმიოროებითაა აღჭურვილი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდა თეატრის საძირკველი, კეთილმოეწყო შიდა ეზო, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა. თეატრი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე.
სარეაბილიტაციო პროექტი კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ქუთაისის თოჯინების თეატრში ასევე იმყოფებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათ მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუზეუმის ინფრასტრუქტურის განახლების, სამუზეუმო ფონდების დაცვის, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე.
მუზეუმის განახლების პროექტის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილია 452.12 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, განახლდება მუზეუმის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს უნიკალური ისტორიული ექსპონატების საიმედო დაცვას, კონსერვაციასა და შენარჩუნებას თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. მის ფონდებში დაცულია 230 ათასზე მეტი სამუზეუმო არტეფაქტი, მათ შორის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური კოლექციები, უძველესი ქართული ხელნაწერები, ძველნაბეჭდი წიგნები და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.
მუზეუმში ასევე იმყოფებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდნენ.
მუზეუმის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ვანის მუზეუმის დირექტორმა, ომარ გაბუნიამ გააცნეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და მუზეუმის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე. საუბარი შეეხო თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული მომზადების მნიშვნელობას.
მუზეუმში ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ნაქალაქარზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი მუზეუმია.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
სამუშაოების მიმდინარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა მიაწოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია. წლების განმავლობაში ტაძარს წყალი და ტენი აზიანებდა. დღეს მას ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს. მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გამაგრებულია, მოზაიკა სტაბილურია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი. პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები შესრულებულია.
სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა სახელმწიფოს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით ხორციელდება. სამუშაოები საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული ერთიანი საკონსერვაციო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციებს ეფუძნება. პროცესში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ.
გელათის სამონასტრო კომპლექსში ასევე იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი, ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, პირველი მოადგილე თეა ონიანი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერ გივი მოდებაძესთან ერთად გაეცნო. რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა თეატრის გენერალური მენეჯერის ნანა წერეთელისგან მოისმინა.
მინისტრი თეატრის შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.
ჭიათურის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზნად ისახავს ისტორიული შენობის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, შენობების მდგრადობის უზრუნველყოფას და თეატრალური სივრცის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება თეატრის დარბაზის ჭერზე არსებული რობერტ სტურუა უფროსის პანო, რომელიც თეატრის გამორჩეული მემკვიდრეობაა.
მინისტრთან ერთად, ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ მდგომარეობას გაეცნენ. მინისტრს თეატრის რეაბილიტაციის და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორმა ვახტანგ ჯუღელმა გააცნო.
თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს. შენობის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში) ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:
• ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ელისო აბრამიშვილი;
• თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, მირანდა ხაჯიშვილი;
• ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ლარცულიანი;
• ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნარგიზი თავართქილაძე;
• თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცისანა დოლიძე;
• ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, გვანცა ჭაბუკიანი;
• აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, რუსუდან ლომთაძე;
• ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, მზიური შავაძე;
• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი, იამზე მსხვილიძე;
• ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, დავით ნიშნიანიძე.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ღონისძიება საზეიმო კონცერტით დაიხურა.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II -ის სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბიუსტის დამზადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროგრამის ფარგლებში, პირველკლასელებმა პირველი ნერგები დარგეს და გამწვანების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
გამწვანების ღონისძიებები 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში, ჯამში, 41 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება.
ქვეყნის მასშტაბით სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი.
ინიციატივის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე ისაუბრეს. ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილეს დარგში არსებული გამოწვევები და არსებული მდგომარეობა.
საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებმა დეტალურად ისაუბრეს სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და ხედვებზე.
კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მის მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე იმსჯელეს 2027 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე.
2026 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 158 996 771 ლარის ღირებულების 1681 პროექტი არის დაფინანსებული.
პროექტები ხორციელდება საგზაო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, სპორტული, კულტურული დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა და KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის სკოლის დეკანებთან ერთად.
წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - KIU-ს პირველი მაგისტრი კურსდამთავრებულები ჰყავს, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზარდ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო, კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებაში. საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება KIU-ში მესამედ ჩატარდა.
წელს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის სკოლები 270-მდე სტუდენტმა დაასრულა. სამივე საბაკალავრო პროგრამა KIU-ს სტრატეგიულ პარტნიორთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს ორ სამაგისტრო პროგრამას - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) და „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. ორივე პროგრამა რეგიონში უნიკალურია და საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზეა შექმნილი. კერძოდ, FIM სამაგისტრო პროგრამა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) შესაბამისი პროგრამის ანალოგიაა, ხოლო „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ KIU-ს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქპატენტს შორის გაფორმებული, საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური და პროფესიული წარმატებით. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას აგრძელებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, დიდი ნაწილი დასაქმებულია საერთაშორისო კომპანიებში. KIU-ში არსებული აკადემიური და ინოვაციური სივრცეები ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ. გახსნის ცერემონიაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მე-4 სართული საქპატენტს 2024 წელს გადაეცა და კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ მოეწყო აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო - პოლიგრაფიული ბაზა, ასევე ცენტრში განთავსებულია სპეციალური საგამოცდო სივრცე.
ქუთაისში ცენტრის განთავსება და მისი შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.ახალი ცენტრი ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული განათლების განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ცენტრში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საჯარო ლექციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
ასევე, ჩატარდება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები და მოსამზადებელი კურსები საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოური ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.