სიახლეები

იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

22 ოქტომბერი, 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე ისაუბრეს. ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილეს დარგში არსებული გამოწვევები და არსებული მდგომარეობა.
 
საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებმა დეტალურად ისაუბრეს სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და ხედვებზე.
 
კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მის მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე იმსჯელეს 2027 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე.
 
2026 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 158 996 771 ლარის ღირებულების 1681 პროექტი არის დაფინანსებული.
 
პროექტები ხორციელდება საგზაო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, სპორტული, კულტურული დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.
 
მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.