სიახლეები

ქუთაისში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს

28 სექტემბერი, 2026
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
 
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქუთაისში რეგისტრირებულმა 46-მა აბიტურიენტმა ჩაბარებულ საგნებში მოიპოვა ქულათა 95% და მეტი, ხოლო სამივე საგანში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ორმა აბიტურიენტმა - #11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანანო ბაბუნაშვილმა და ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ბექა ბაბუნაშვილმა.
 
წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდო და სიგელები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს. სტუდენტები დალოცა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.
 
ღონისძიება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა.