სიახლეები

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა

27 ივლისი, 2026
ქუთაისში, იმერეთის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, ფერმერებისა და მეწარმეების მონაწილეობით, სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია გამართა.
 
შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა გახსნეს. შეხვედრაზე მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ.
 
სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50% განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%.
 
პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, იმპორტის ჩანაცვლებასა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.
 
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები:გრიგოლ დალაქიშვილი, ბესიკ გოფოძე, პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.