სიახლეები

წყალტუბოში უეფას III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს

24 ივლისი, 2026
წყალტუბოში უეფას III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს. თანამედროვე სპორტული კომპლექსი გათვლილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩების მასპინძლობისთვის.
 
სამუშაოები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
 
პროექტის ფარგლებში, არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, აშენდება მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს გასახდელებს, საშხაპეებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, საკონფერენციო დარბაზსა და მედიაცენტრს.