სიახლეები

ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

24 ივლისი, 2026
ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში ჭიათურაში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.
ჭიათუაში მიმდინარე მშენებლობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.