სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული განათლების მინისტრთან ერთად ქუთაისის #7 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

6 ივლისი, 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სახელმწიფო რწმუნებულ იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპს. მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
 
აღინიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასკოლო საზოგადოების წევრების შეკითხვებს უპასუხეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.