სიახლეები

„თეატრალური იმერეთი - 2026“ დასრულდა

3 ივლისი, 2026
საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი - 2026“ ფარგლებში გრანპრი საუკეთესო სპექტაკლისთვის (,,ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე) ხონის სახალხო თეატრს გადაეცა.
 
მე-17 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
 
ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -,,უბედურება’’ რეჟისორი თორნიკე სულაბერიძე(ბაღდათის თეატრი)
 
ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - ნანა რუხაძე ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
 
ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ბეგი ნიკოლეიშვილი ,,კოსმიური ორკესტრი’’ (საჩხერის თეატრი)
 
ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ლია ჭიპაშვილი ,,ძარცვა იტალიურად“ (ხარგაულის თეატრი)
 
ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი გოჩა ნიკოლაძე ,,სოფლის აშიკი“ (წყალტუბოს თეატრი)
 
ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი დავით ჭყოიძე ,,ძარცვა იტალიურად“ (ხარაგაულის თეატრი)
 
ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ნინო ჭახნაკია ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
 
ნომინაცია - მამაკაცის ეპიზოდური როლი-თამაზ გოგიშვილი ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
 
ნომინაცია - ახალგაზრდა ქალი მსახიობი - ბარბარე კალატოზი ,,განთიადამდე შეჩერებულები’’ (თერჯოლის თეატრი)
 
ნომინაცია - ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - ბუბა სავანელი ,,კოსმიური ორკესტრი’’ (საჩხერის თეატრი)
 
ნომინაცია - საუკეთესო ქორეოგრაფია -,,ფიროსმანი’’ (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი
 
ნომინაცია-ჟიურის სპეციალური პრიზი- ხარგაულის თეატრი ,,ძარცვა იტალიურად“
 
მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი - 2026“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.