სიახლეები

ქუთაისში რეაბილიტაცია ერთდროულად 15 სკვერს ჩაუტარდა

2 ივლისი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ქუთაისში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განახლებული სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერა.
 
რეაბილიტაცია ერთდროულად 15 სკვერს ჩაუტარდა, მათ შორის ისეთ სივრცეებსაც, რომლებიც ფაქტობრივად თავიდან მოეწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ბუხაიძისა და ნიკეას ქუჩებზე, ასევე ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.
 
„საზოგადოებრივი სივრცეების განახლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქუთაისში რეაბილიტირებული დასასვენებელი სივრცეები კიდევ ერთი ნაბიჯია კომფორტული, მოწესრიგებული და თანამედროვე ქალაქის განვითარების მიმართულებით. მსგავსი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.
 
15 სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითქმის 4 მილიონი ლარი გამოიყო.