დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
19 ივნისი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისა და კომპენსაციის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს, რაც შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოკლე ვადებში განხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი ესწრებოდნენ.