სიახლეები

ქუთაისში ახალგაზრდული და სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

18 ივნისი, 2026
ახალგაზრდულ და სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებში გამარჯვებულ ქუთაისელ მოსწავლეებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
 
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.
 
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქუთაისის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდების გაცილება. სპორტსმენები ჩინეთში გაემგზავრნენ, სადაც ისინი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. გუნდებს ღონისძიების ფარგლებში სპორტული ფორმებიც გადაეცათ.