სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28 მაისი, 2026

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ: „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, ,,ეროვნული სატყეო სააგენტოსა" და ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
 
შეხვედრაზე განიხილეს ცალკეული მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ყურადღება გამახვილდა ენერგომომარაგების, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ასევე იმსჯელეს ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსა და რეგიონში არსებულ საჭიროებებზე. აგრეთვე ისაუბრეს 2-6 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალში იმერეთის დელეგაციის მონაწილეობისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ. 
 
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილეები გრიგოლ დალაქიშვილი და ბესიკ გოფოძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტების მერები.