დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ შეხვედრა გამართა
18 მაისი, 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ შეხვედრა გამართა.
მინისტრმა რეფორმის პროცესში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა რეგიონში ახალი ინიციატივების წარმატებით განხორციელების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე, რომელშიც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მონაწილეობდა, საუბარი შეეხო ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას და მასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და მოადგილე ზაზა კვიციანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილი მოადგილეები: თამარ მახარაშვილი და ბაია კვიციანი, შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ დირექტორი მიხეილ ყუფარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.