დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ქუთაისში მუზეუმების ღვაწლმოსილი და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვეს
18 მაისი, 2026
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილი და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვეს.
მადლობის სიგელები მათ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერ, დავით ერემეიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მას ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა.
მუზეუმის საერთაშორისო დღე 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით აღინიშნება.