დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სამინისტროსა და JICA-ს პროექტი წარადგინეს
14 მაისი, 2026
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის - „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მშობელთა წიგნის დანერგვის გზით“ - წარდგენა გაიმართა.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წევრები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.