სიახლეები

ლევან ზალკალიანი ,,ქუთაისქალაქობის'' ფარგლებში უცხოური დელეგაციის მიღებას დაესწრო

2 მაისი, 2026
„ქუთაისქალაქობის“ სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში უცხოელი სტუმრების ოფიციალური მიღება გაიმართა.
 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მოადგილეებთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
 
მიღებაზე წარმოდგენილი იყვნენ ქუთაისის დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები თურქეთიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, სლოვენიიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მოლდოვიდან.
 
,,ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში უცხოელი სტუმრების მიღება მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.