სიახლეები

ლევან ზალკალიანმა პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

1 მაისი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
 
ფორუმი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ტარდება და მასში 7 ქვეყნის: საქართველოს, ბულგარეთის, უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვის, საბერძნეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
 
გახსნის ცერემონიალზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ბუხრაშვილი.
 
ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
 
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. გაიმართა პანელური დისკუსიები თემებზე: „ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“ და „მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში“.
 
ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა World Cafe ფორმატის სამუშაო შეხვედრები, სადაც ახალგაზრდებმა იმსჯელეს ახალგაზრდული პოლიტიკის, ჩართულობისა და ინოვაციების მიმართულებებზე. უცხოელმა მონაწილეებმა ფორუმის მონაწილეებს საკუთარ ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები გააცნეს და გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
 
საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ქუთაისში 3 მაისამდე გაგრძელდება.