დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ლევან ზალკალიანი ტყიბულში სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა
13 მარტი, 2026
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლევან ზაუტაშვილთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან ერთად ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან ევაკუირებული მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტიქიის ზონაში მიმდინარე პროცესებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.მეწყრული პროცესების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახის ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და 58 ჰექტარ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ.