სიახლეები

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა

6 მარტი, 2026
ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, მამუკა ხიმშიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატთან ზაზა ლომინაძესთან, ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეეზოვებს მადლობა გადაუხადეს ქალაქის სისუფთავის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის. ღონისძიების ფარგლებში ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა.