სიახლეები

იმერეთის მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2 მარტი, 2026
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
განიხილეს დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, მეთოდოლოგიური ჩარჩო, სტრუქტურა და ფორმატი. ყურადღება გამახვილდა მონაცემებზე დაფუძნებული დაგეგმვის მიდგომაზე, რათა თითოეული მუნიციპალიტეტის სტრატეგია ემყარებოდეს რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ სურათს, განვითარების საჭიროებებსა და არსებულ პოტენციალს.
 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დიდიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილეები: გრიგოლ დალაქიშვილი, ბესიკ გოფოძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და სამუშაო ჯგუფის წევრები.