დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება
25 იანვარი, 2026
ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილებისა და სამეურნეო სათავსოების მოწყობა.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რეგიონებში სპორტის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
ძველი სტადიონი, რომლის ადგილზე ახალი ტექნიკური ცენტრი მოეწყობა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ დაათვალიერეს.