დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ბაღდათში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტები იგეგმება
25 იანვარი, 2026
ბაღდათში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტები იგეგმება. ბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის მაისში დაასრულებს.
მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს 250 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ დარბაზს, საბავშვო და დიდ საცურაო აუზებს, სატრენაჟორო, ძიუდოს, კრივისა და ორთაბრძოლების, ტანვარჯიშისა და სხვა სპორტულ დარბაზებს.
ბაღდათში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებითა და შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურით.
ბაღდათში განსახორციელებელ პროექტებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, ნოდარ გიორგიძე.