სიახლეები

ლევან ზალკალიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო

13 იანვარი, 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 
საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
 
საბჭოს სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.