სიახლეები

იმერეთში ტრადიციული რეწვის ახალი კერამიკის სახელოსნო ამოქმედდა

20 ნოემბერი, 2025
ქუთაისში ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში, კერამიკის სახელოსნო გაიხსნა.
 
„ეთნო ლაბორატორია – იმერული ესკიზების“ შექმნის მიზანია იმერეთის რეგიონში ტრადიციული რეწვის თემაზე სასწავლო სივრცის ჩამოყალიბება. სახელოსნო ქუთაისში შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული მიმართულებების გაჩენას და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადობას შეუწყობს ხელს.
 
სახელოსნოს გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
პროექტი DMO - იმერეთის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.