სიახლეები

ლევან ზალკალიანმა ქუთაისში, რუას ქუჩაზე, საყრდენი კედლის სამშენებლო პროცესი მონახულა

20 ნოემბერი, 2025
ქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
 
სამუშაოების ფარგლებში გასწორდა რელიეფი, ჩატარდა ბურღვითი სამუშაოები, განთავსდა ხიმინჯების ნაწილი, რომლებზეც მოეწყო ბეტონის დამცავი კედელი.
 
პროექტის განსახორციელებლად სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფონდიდან გამოყოფილია 1 365 211 ლარი.