სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

19 ნოემბერი, 2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ქუთაისის მერ, დავით ერემეიშვილთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მათოსიანს შეხვდა.
 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმერეთსა და სომხეთის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
 
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, ითანამშრომლონ საგანმანათლებლო მიმართულებით, მათ შორის ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელების, ასევე კულტურისა და ტურიზმის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით.