სიახლეები

ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის ასაშენებლად არქიტექტურული კონცეფციის განხილვა გაიმართა

16 ნოემბერი, 2025
ქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციის საკონკურსო პროცედურის ფარგლებში, კონკურსში მონაწილე 9 არქიტექტურული ბიუროს წარმომადგენლებთან დამატებითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციაზე გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების დეტალური განხილვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება, რაც საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებისთვის არის მნიშვნელოვანი.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, კომისიის წევრები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ხელოვნებათმცოდნეები.