სიახლეები

ლევან ზალკალიანი თესალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

7 ნოემბერი, 2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის წევრები - ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ თესალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროგრამებს ინფრასტრუქტურის, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით. ყურადღება დაეთმო იმერეთის რეგიონში და კონკრეტულად ქუთაისში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
 
შეხვედრას თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე დაესწრო.
 
ლევან ზალკალიანი ქართულ დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში ქუთაისისა და ქალაქ ნიკეას დამეგობრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმყოფება.