იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისისა და საბერძნეთის ქალაქ ნიკეას დამეგობრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, პარლამენტის წევრებთან ზაზა ლომინაძესა და გივი ჭიჭინაძესთან, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შალვა კირთაძესთან ერთად ათენში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში ემიგრანტ თანამემამულეებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დიასპორის მხარდაჭერის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
დამოუკიდებელმა თეატრმა „ნევერლენდმა“, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით, ემიგრანტებს წარუდგინა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“.
აგრეთვე ჩატარდა სპორტული ტურნირი „ქართული დიასპორის თასი“, რომელშიც საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებები საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და დიასპორული ორგანიზაციის ორგანიზლევან ზალებით გაიმართა.