სიახლეები

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო 2025“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

5 ნოემბერი, 2025
ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო 2025“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
 
დაჯილდოების ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
საერთაშორისო ფოტოკონკურსში გამარჯვებულები ორ რუბიკაში გამოვლინდნენ:
 
ძირითადი თემა ,,პროფესია პორტრეტში“: I ადგილი - ელენე კურტანიძე; II ადგილი - ნინო კაკაბაძე; III ადგილი - ვარლამ ფესტვენიძე.
რუბრიკაში „ქალაქის ურბანული რიტმი“: I ადგილი - პაატა ნემსწვერიძე; II ადგილი - დავით მირზაშვილი; III ადგილი - გიორგი კილაძე.
 
გამარჯვებულებს დიპლომებთან და ფულად პრემიებთან ერთად ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
 
ფოტოკონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით 19 წელია ტარდება და მასში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობენ.