სიახლეები

ლევან ზალკალიანი ქართულ დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

5 ნოემბერი, 2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქართულ დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
 
ვიზიტი ქუთაისსა და საბერძნეთის ქალაქ ნიკეას მეგობრობის 40 წლისთავთან დაკავშირებით პარტნიორული თანამშრომლობის განახლებას უკავშირდება.
 
მხარეებს შორის გაფორმდა დოკუმენტი ქუთაისისა და ნიკეას მომავალი თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და ნიკეას მერმა კონსტანტინოს მარაგკიკისმა მოაწერეს.
 
დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობას კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების გამოცდილების გაზიარებას.
 
ქართულ დელეგაციაში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებიან: ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის წევრები ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე.