სიახლეები

ლევან ზალკალიანმა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტებში ახალი მერები წარადგინა

29 ოქტომბერი, 2025
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ბაღდათის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ახალი მერები წარადგინა.
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტს - ნოდარ გიორგიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს - ვახტანგ ღამბაშიძე, ხოლო ტყიბულის მუნიციპალიტეტს დავით კუბლაშვილი უხელმძღვანელებენ.
 
სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ახალ მერებს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა, ხოლო ყოფილ მერებს გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
 
ლევან ზალკალიანის განცხადებით, ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონული განვითარების მთავარი საფუძველია. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების დროული და შედეგზე ორიენტირებული რეაგირება იმერეთის მოსახლეობის საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.