სიახლეები

ლევან ზალკალიანმა ვეტერანთა დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

17 ოქტომბერი, 2025
17 ოქტომბერს საქართველოში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და ვეტერანებმა ქუთაისში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
 
„დღევანდელ დღეს ვულოცავ თითოეულ ვეტერანს. მათი გმირობა და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის საძირკველია. სწორედ ამიტომ, ამ მემორიალთან, პატივს მივაგებთ იმ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოსთვის. მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“ -განაცხადა ლევან ზალკალიანმა.
 
ვეტერანთა დღე ქუთაისში სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ იმერეთის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით აღინიშნა.