სიახლეები

ლევან ზალკალიანი ქუთაისში მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის გახსნას დაესწრო

24 სექტემბერი, 2025
ქუთაისში რეაბილიტირებული მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლა გაიხსნა.
 
აღნიშნულ სკოლაში სიმბოლური სპორტული შეხვედრები გაიმართა, რომელსაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ადგილოვრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
 
რეაბილიტაციის ფარგლებში, სპორტულ სკოლაში განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ტაეკვანდოს დარბაზები. ასევე მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი და ეზო.
 
განახლებული ინფრასტრუქტურა მოსწავლეებსა და სპორტსმენებს ვარჯიშის შესაძლებლობას თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში სთავაზობს. სკოლა 450 -მდე სპორტსმენზეა გათვლილი.
 
პროექტის ღირებულებამ 2 694 751 ლარი შეადგინა და სრულად დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ.