სიახლეები

სამტრედიის მუნიციპალიტეტს იუსტიციის სახლის 126-ე ფილიალი დაემატა

25 სექტემბერი, 2025
იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა. 
 
126-ე ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა გახსნეს. 
 
ტოლების იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით. შენობა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
 
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, თანამედროვე სტანდარტის შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე მომსახურება.
 
იმერეთის რეგიონში უკვე 27 ფილიალი ფუნქციონირებს. რეგიონს ემსახურება 3 მობილური იუსტიციის სახლი, რომლებიც ყოველკვირეულად 15 სოფელს ფარავენ.