სიახლეები

ლევან ზალკალიანი ახალი სასწავლო წელის დაწყებას ქუთაისის პირველ სკოლაში დაესწრო

15 სექტემბერი, 2025
ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი 195-ედ დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველ საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა. წელს აღნიშნულ სკოლაში 181 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
 
,,გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია.  სავსე მოლოდინით, ემოციებითა და დიდი პასუხისმგებლობით. სკოლა არის ადგილი, სადაც ყალიბდება ჩვენი მომავალი, სადაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს საკუთარი გზა და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს.
ჩვენი ქვეყნის წარმატება სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე. თქვენი ცოდნა, შრომისმოყვარეობა და რწმენა განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ქვეყანა გვექნება ხვალ.
განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავ მასწავლებლების მიმართ. თქვენი ყოველდღიური შრომა და თავგანწირვა ის საფუძველია, რომელზეც ძლიერი და განათლებული საზოგადოება შენდება. მშობლებს კი მინდა ვუთხრა, რომ თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ბავშვებისთვის შეუფასებელია. გისურვებთ წარმატებით, სიახლეებითა და სიხარულით სავსე სასწავლო წელს.” - აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
 
დღესვე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკულად დაღუპული პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის ხსოვნას.