სიახლეები

ქუთაისში ინფრასტრუქტურის სამინისტრო და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ

11 სექტემბერი, 2025
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირება სამინისტროში, რაც ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
 
ინფრასტრუქტურის სამინისტრო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ქართულ-პოლონური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ ფარგლებში გადავიდა.