ქალაქ ხონში პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნენ, ასევე შეხვდნენ ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და თანამშრომლებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად 460 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე, შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი.
დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 580 683 ლარს შეადგენს.
აღსანიშავია, რომ იმერეთში საგანმანათლებლო მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე რეგიონში 18 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.